ბურჯანაძე, ბარამიძე, ბიწაძე – ერთიანი საქართველოს საარჩევნო სიის პირველი ოცეული

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენა გაიმართა.

პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

1.ნინო ბურჯანაძე
2.გიგლა ბარამიძე
3.ანზორ ბიწაძე
4.ოთარ თავართქილაძე
5.ბესო დანელია
6.თამარ ზურაშვილი
7.მამუკა აჩბა
8.ბექა პეტრიაშვილი
9.მაია ხრიკაძე
10.ვანო მაჭარაშვილი
11.დავით ეხვაია
12.ქეთევან ზაქარეიშვილი
13.აკაკი კიკვაძე
14.დავით წერეთელი
15.თათია პაჭკორია
16.ნიკა პეტრიაშვილი
17.ალექსი ჩხიკვაძე
18.ელენე იაშვილი
19.ხვიჩა გამარჯობაძე
20მარინა მესხიშვილი

ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამჟამინდელი მთავრობა ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

„შეუძლებელია ქვეყანა ნორმალურად ვითარდებოდეს, როცა მმართველს გვერდით ნიჭიერი, დამოუკიდებელი ადამიანების გამოჩენის ეშინია, შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს, როცა სრულიად ბიზნესი ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს, როცა არ არსებობს სამართლი, როცა სამართლის ნაცვლად, ერთი ადამიანის გადაწყვეტილება მეფობს.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღევანდელ ხელისუფლებას ოპოზიციაში გადაანაცვლებს. მე მაქვს ძალა და გამოცდილება, რომ პროფესიონალებთან ერთად ქვეყანას მოვუგვარო ის პრობლემები, რა პრობლემებიც ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის: სიღარიბე, უმუშევრობა, გაჩერებული ეკონომიკა, პანდემია, „ბორდერიზაცია“, დაქუცმაცებული ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ოჯახებიდან გასული ქალები, რომლებიც სხვის შვილებს და სხვის მშობლებს საზღვარგარეთ უვლიან, თავიანთი შვილები და მშობლები დატოვებული ჰყავთ საქართველოში. ეს არის იმ ახალგაზრდების პრობლემა, რომელთაც სწავლა უნდათ და თავიანთ ქვეყანაში მუშაობა, ოღონდ ამის საშუალება არ ეძლევათ. დიახ, მე მაქვს იმის ძალა და გამოცდილება, რომ დავალაგო ქვყენა ისე, რომ ეს დაპირებები ცრუ დაპირებები არ იყოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიეს საქმე არის პოლიტიკური საქმე, წინასაარჩევნოდ ივანიშვილის გადასარჩენად – კაპანაძე კარტოგრაფების საქმეზე
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ვიდრე ხელისუფლება სხვის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკებს, იქნებ ჯერ საკუთარი გაუჩნდეს