ბურჯანაძე: აგვისტოს ომამდე კარასინმა მითხრა – ვითარება იძაბება და ომია მოსალოდნელიო

burjanadzeდემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2008 წელს აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე, ის მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის თხოვნის შემდეგ, თბილისში, საკუთარ სახლში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდა.

ბურჯანაძემ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში კარასინთან გამართული იმ შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელზეც მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აგვისტოს ომამდე არსებულ საფრთხებზე ესაუბრა.

„დაახლოებით, ერთი თვით ადრე საგანგებო ვიზიტით გრიგორი კარასინი ჩამოვიდა. მე ჯერ ვაშაძემ, შემდეგ სააკაშვილმა დამირეკა თხოვნით – კარასინს შევხვედროდი. მე ის სახლში მივიღე. ის ჩამოსული იყო, რომ ოსეთში ვითარება იძაბება და მოსალოდნელია ომი. მან მაშინ თქვა, რომ საქართველოსთვის ეს დამანგრეველი იქნება და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს დაანგრევსო.

კარასინს კარი არ ჰქონდა დაკეტილი, რომ ტელეფონი ავიღე, დავურეკე ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრს და შემდეგ პრეზიდენტს და გავაფრთხილე – თუ ჩვენ ჩავერთვებოდით საომარ მოქმედებებში, ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევდა. არც ერთმა ეს ყურად არ იღო. პუტინმა სააკაშვილი პირადად გააფრთხილა. ამ სატელეფონო საუბარს მეც ვესწრებოდი. სააკაშვილმა ამაზე პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა არ იცის, თუ ვინ დაიწყო ომი, თუმცა ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება რუსეთმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.

“რუსეთს ომი უნდოდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ალბათ არ უნდოდა. შეიძლება ომი არ უნდოდა, მაგრამ სათავისოდ გამოიყენა “, – განმარტა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე : ,,ომი ჩვენ დავიწყეთ, ანუ ომი დაიწყო სააკაშვილმა”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ის, რითიც უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი, ეს არის ქართული საზოგადოების გაძლიერება