ბურჭულაძეს პარტია აღარ ჰყავს

პოლიტოლოგი ხათუნა

xatuna lagazidze“პარტია სახელმწიფო ხალხისთვის დაშლილია,” – ამ განცხადებას პარტიის უკვე ყოფილი წევრი, ხათუნა ლაგაზიძე, აკეთებს.

ლაგაზიძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძემ “გაყიდა პარტია და სახელი”. მეტიც, ლაგაზიძე ამბობს, რომ “პარტიას სრულად მართავს ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი და პავლე კუბლაშვილი”.

“ტრაგედია აღმოჩნდა ის, რომ ბურჭულაძემ გაყიდა პარტია, ამომრჩეველი, თანაგუნდელები. მან გაიყიდა როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მნიშვნელობით. პრობლემები დაიწყო გაერთიანებით გირჩთან. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ინტერვიუს, რომელიც ამ გაერთიანების შემდეგ არის ჩემს მიერ გაკეთებული.

“პარტიის 4-წევრიანი გამგეობის წევრები ვიყავით მე და ბატონი გიორგი რუხაძე, მაგრამ გირჩთან გაერთიანების შესახებ ჩვენ არ გვქონია ინფორმაცია. მე იმიტომ არ წამოვედი გაერთიანების შემდეგ, რომ მეზრუნა პარტიაზე და გადამერჩინა. პაატა ბურჭულაძე ამბობდა, რომ სახელმწიფო ხალხისთვის პარტიას არ ჰქონდა თანხა და აუცილებელი იყო გირჩთან გაერთიანება. ის, რომ გირჩი არის მთავარი ფინანსური წყარო, ამას სიაც მოწმობს.

“საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორი საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტების, ჩემი და გიორგი რუხაძის, ადგილი ოცეულში არ აღმოჩნდა. პაატა ბურჭულაძემ სიაში ადგილები კი არ გაყიდა, თავის სახელიც გაყიდა.

“სიაში ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან 3 ადამიანია წარმოდგენილი. ძირითადი სია დააკომპლექტა გირჩმა, დანარჩენები პავლე კუბლაშვილის ლოიალურობიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს რეალობა ის, რომ ამ სიაში არიან გამყიდველი ნაციონალები, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს და ახლა ბურჭულაძის სახელით ცდილბენ პოლიტიკაში დაბრუნებას. ბურჭულაძე ხალხს ატყუებს მას პარტია აღარ დარჩა, ატყუებს ამომრჩევლებს. პაატა გაიქცა და ამერიკაში და სიის ჩამოყალიბება პავლე კუბლაშვილს მიაბარა,” – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიგირჩს აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი – ლევან ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიააშშ-ში პატიმრების მასობრივი გაფიცვა დაიწყო