15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

“ბურჭულაძემ უნდა ახსნას, რატომ გამოიწვია მისმა ავანტიურამ “ოცნების” გაძლიერება”- შარაშიძე

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიორგი შარაშიძე პაატა ბურჭულაძეს სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს.

„ბატონმა პაატამ უნდა ახსნას, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს თუ იყო შეცდომა, უნდა დაარქვას შეცდომას – შეცდომა, თუ იყო დანაშაული და ამაში განზრახ მიიღო მონაწილეობა – ამის აღიარების გამბედაობაც უნდა ეყოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, პაატა ბურჭულაძემაც გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, გიორგი შარაშიძე პასუხობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითად ვაფასებთ. არ ვსაუბრობთ იმ ხალხზე, ვინც იქ მართლა შემთხვევით მოხვდა და უპასუხისმგებლო ორგანიზატორების გამო მოხვდა ციხეში, მაგრამ ვინც უშუალოდ ორგანიზატორი იყო და ამბობდა, ოთხში ვიწყებთ, ოთხში ვამთავრებთო და თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ დაგეგმილი ბინძური პროვოკაციის აღსრულებას, ამ ხალხმა ამაზე უნდა ისაუბროს, მათ შორის ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისემეკმა “ენერგო-პრო ჯორჯია” დააჯარიმა
შემდეგი სტატია“არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არ განვიხილავ!”- ირაკლი ნადირაძე