ბურჭულაძე სუჯაშვილზე: ეს შეცდომა არ უნდა მოსვლოდა

“ეს შეცდომა არ უნდა მოსვლოდა, თუმცა მოხდა ასე”, – ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მისი მოადგილის, დავით სუჯაშვილის ფეისბუქ პოსტს. სუჯაშვილმა ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა.

“არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის სასიამოვნო ინფორმაცია ყოფილიყო. ბატონმა დავითმა თავად გააკეთა ამაზე კომენტარი.

ბატონი დავითის წვლილი ჩვენს შედეგებში, მათ შორის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის უზარმაზარი. აქ სხვა ლოგიკაც არ არის, შეცდომა თუ არ იყო, აბა, რა იყო? თვითონ განმარტა, რომ მისი თანაშემწის შეცდომაა. ის არის მძიმე მდგომარეობაში და სთხოვა საზოგადოებას, რომ აღარ განევრცოთ აღნიშნული თემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. კი ბატონო, მისი გამოცდილების გათვალისწინებით ეს შეცდომა არ უნდა მოსვლოდა, თუმცა მოხდა ასე”. – ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

რუსი სამხედროს ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ სუჯაშვილმა დაწერა, რომ ადმინისტრატორმა “მძიმე შეცდომა დაუშვა”.

banner
წინა სტატიაშირაჭველიშვილი: სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, საქართველოში სცენაზე ჩემი ფეხი არ დადგება
შემდეგი სტატიაბურჭულაძე: აშშ-ის თავდაცვის მდივანთან აღვნიშნე, რომ დემოკრატიის წითელ ხაზებს ჩვენი ხელისუფლება არ გადაკვეთს