ბურჭულაძე: სადაც ზურაბიშვილი პრეზიდენტია, ღარიბაშვილი კი პრემიერი, იყოს წულუკიანიც მინისტრი

“იმ ქვეყანაში, სადაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და ღარიბაშვილი არის პრემიერმინისტრი, რატომაც არა, იყოს წულუკიანიც კულტურის მინისტრი” , – ასე გამოეხმაურა იავნანას დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე „ფორმულას“ ეთერში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად, თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმაურება.

ბურჭულაძის თქმით, ქვეყანა უკვე დაშლილია და რაც არ უნდა კარგი კულტურის მინისტრი მოვნახოთ, ამ სისტემაში მაინც ვერ გააკეთებს ვერაფერს.

“რა გითხრათ?! იმ ქვეყანაში, სადაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და ღარიბაშვილი არის პრემიერმინისტრი, რატომაც არა, იყოს წულუკიანიც კულტურის მინისტრი. აზრი არ აქვს, ქვეყანა არის უკვე დაშლილი. რაც არ უნდა კარგი კულტურის მინისტრი მოვნახოთ, ამ სისტემაში მაინც ვერ გააკეთებს ვერაფერს” , – განაცხადა ბურჭულაძემ “ფორმულას ეთერში”.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: თუ ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: უფრო ეფექტიანი იქნება თუ სააკაშვილი და ივანიშვილი ღიად იტყვიან რისი მიღწევა სურთ