ბურჭულაძე: ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია

ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაშია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით საერთო საჯარისო ცენტრში დღეს, თავდაცვის მინისტრმა 2020-2030 წლებში თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია და ამის მაგალითი სამხედრო ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვაა.

მინისტრმა საზოგადოებას ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

„დელტას ბაზაზე ებრაულ კომპანიასთან ერთად დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის „ტყვეობაშია“
შემდეგი სტატია„სულ მალე ყველა ბაზაზე ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება“