ბურჭულაძე იყო მომღერალი და მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანი მოენათლა

ბურჭულაძე იყო მომღერალი და მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანი მოენათლა-ეს განცხადება, ეს განცხადება, პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გუგული მაღრაძემ, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. დეპუტატი დღეს ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გაკეთებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის შვილის ნათლია და ახლო მეგობარია. მისი თქმით, ის არ ფლობს ინფომრაციას იმის შესახებ რა ტიპის ურთიერთობა აქვს ბურჭულაძეს ონიანთა და წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების წამოწევა არასწორად მიაჩნია.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის შვილის ნათლია და ახლო მეგობარია. ელისო კილაძემ დღეს ინფორმაციის დასადასტურებლად ნათლობის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

https://youtu.be/ulqdToGlRJE

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი: „ხალხისთვის არჩევანის წასართმევად ემზადებიან!“
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი: კლინტონი – მედდა-სადისტია ფსიქიატრიულში