ბურჭულაძე: აშშ-ის თავდაცვის მდივანთან აღვნიშნე, რომ დემოკრატიის წითელ ხაზებს ჩვენი ხელისუფლება არ გადაკვეთს

”აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს საქართველოსთან პარტნიორობისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან სატელეფონო საუბრისას განიხლა.
მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო.

„რაც შეეხება შიდა პლიტიკურ ნაწილს, საუბრისასაც აღინიშნა, რომ ჩვენი უწყება არ შევა სიღრმეებში. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი ხელისუფლება არასდროს გადაკვეთს დემოკრატიის წითელ ხაზებს. სატელეფონო საუბარი, გაცვლითი ვიზიტები, პორტში მათი ფლოტის ვიზიტები ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია
მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს დემოკრატიის დასაცავად რეგიონში და კერძოდ ჩვენი პარტნიორობისთვის, ბუნებრივია ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული რისკები იზრდება რეგიონში და ეს ჩემი პირადი აზრით უფრო ხელს შეუწყობს ნატოში ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარებას,“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის განმარტებით, საქართველო მესამე ქვეყანაა ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ რომელთანაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის სატელეფონო საუბარი შედგა.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე სუჯაშვილზე: ეს შეცდომა არ უნდა მოსვლოდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე ვაქცინაციაზე: გასაკვირია ჩემი კოლეგების ასეთი დაბალი აქტიურობა