ბურჭულაძე 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე – შეთანხმება ოპოზიციის გამო გაუქმდა

“ევროკავშირი საუბრობს რას ნიშნავს, ვინ არის ევროკავშირი?!”- ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ევროკავშირისა და ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

“სამართლებრივად ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ არის დაკავშირებული რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენ გამოვთქვით მზაობა იმისა, რომ მომხდარიყო საერთო შეთანხმება, რასაც წიხლი ჰკრა ჩვენმა ოპოზიციამ და არ გაითვალისწინა.

ნუ ცდილობთ ზოგადი საუბრით საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ევროკავშირი საუბრობს რას ნიშნავს, ვინ არის ევროკავშირი?! მაშინ უნდა თქვათ, რომ შარლ მიშელი საუბრობს და რას საუბრობს აბა, თუ შეგიძლიათ ციტირება. რის საფუძველაზეა [შეთანხმება] ძალაში, მორალურად არის, აბა სამართლებრივად ძალაშია?! შეთანხმება ნიშნავს ორ სუბიექტს შორის კონკრეტულ პირობებზე დათანხმებას, არ მოხდა ეს, არ შედგა და არ შედგა ოპოზიციის მიზეზით”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია სუს-ის უფროსის განცხადებაზე – საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ამ ბინძურ მასალებზე
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – საჭიროა ქმედება და არა ოცნება, რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ