ბუქარესტი, სოფია და ანკარა- “ეს ორი თვე ამ სამ ქალაქში უნდა გაგვეტარებინა” -ხიდაშელი იზორიას აკრიტიკებს

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მოქმედს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მინისტრს ბოლო 3 თვის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნებში უნდა გაემართა, რათა შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში უფრო მეტად ყოფილიყო ქვეყანა ჩართული. ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობა უნდა მიეღო.

“ბუქარესტი, სოფია და ანკარიდან არ უნდა გამოვსულიყავით. ეს ორი თვე ამ სამ ქალაქში უნდა გაგვეტარებინა. იმისათვის რომ საქართველოს ეს სრულფასოვანი წევრობა შავი ზღვის უსაფრთხოებაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ თავდაცვის მინისტრის არცერთი ვიზიტი არ იყო და ის სართოდ არ იყო თავდაცვის მინისტერიალზე. დღეს საუბარი იმაზე, რომ ეს იყო შიდა მინისტერიალი, ვინც იცის ეს საქმე, რომ ყველა მინისტერიალი არის შიდა მინისტერიალი, შენ ამ მინისტერიალზე ხვდები მაშინ, როცა ითხოვ ან ნატო-საქართველოს კომისიას, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს 2 ჯერ გაიმართა, ან სხვა საკითხების განსახილველად მინისტერიალშიმონაწილეობას. შავი ზღვის საკითხზე ჩატარებულ მინისტერიალში მონაწილეობა უნდა მიგვეღო,”- აცხადებს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრების სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაშსს-ს აკადემიაში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა