ბუნებრივი აირით ქუთაისში მოიწამლა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საერთო საცხოვრებელში მოხდა. მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს, შემდეგ კი მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ხუთივე დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს.