ბუნდესტაგმა განაცხადა, რომ ერდორანის მუქარებს უპასუხებს

გერმანელმა პარლამენტარებმა თავიანთი თურქი კოლეგების მიმართ განხორციელებულ მუქარას უპასუხეს, რომელიც გერმანიის პარლემენტის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შემდეგ გაისმის – Reuters-ი წერს.
“ყველამ, ვინც ცდილობს, კანონმდებლებზე ზეგავლენა მუქარის ძალით მოახდინოს, უნდა იცოდეს, რომ ამით მთელ პარლამენტს უგზავნის გამოწვევას”- განაცხადა ბუნდესტაგის წარმომადგენელმა ჰორბერტ ლამერტმა, მორიგი სხდომის გახსნისას.
მან პირობა დადო, რომ პარლამენტი შემოსულ მუქარებს აუცილებლად უპასუხებს. “ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, ასევე დემოკრატიულად არჩეულ თურქული წარმოშობის ბუნდესტაგის დეპუტეტებს გამოიყენებდა იმისათვის რომ მათ “გაფუჭებულს სისხლზე” ელაპარაკა” – განაცხადა ლამერტმა.

მის სიტყვებს დიდი აპლოდისმენტები მოყვა.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ბუნდესტაგის ექვსმა პარლამენტარმა, რომლებიც წარმოშობით თურქები არიან, მუქარის წერილები მიიღეს თურქი ინტერნეტ-მომხმარებლებისაგან. თურქეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ დაამატა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის თურქი წარმოშობის დეპუტეტებს, რომლემბაც ხმა მისცეს სომხების გენოციდის აღიარებას, გაფუჭებული სისხლი აქვთ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის 200 ლარის ერთჯერადად გაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიაკასპში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი დააკავეს