ბუნდესტაგი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების საკითხს განიხილავს

ბუნგერმანული პარლამენტი ბუნდესტაგი განიხილავს რეზოლუციას, რომელიც ოსმანეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდს ეხება – Bild am Sonntag-ი წერს.
დოკუმენტის სახელწოდებაა “ოსმანეთის იმპერიის მიერ 101 წლის წინ სომხების და სხვა ეროვნული უმცირესობის გენოციდის ხსოვნის აღსანიშნავად”. აღნიშნული რეზლუცია განსახილველად მწვანეთა, სოციალ-დემოკრატიულმა და სხვა პარტიებმა შეიტანეს. როგორც მწვანეთა პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომელიც ამავე დროს რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორია, “აღნიშნულმა დოკუმენტმა სრულიად შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბოს, მაგრამ ბუნდესტაგი ისეთ დესპოტს, როგორიც ერდოღანია, უფლებას არ მისცემს, რომ შანტაჟის ქვეშ ამყოფოს”.

აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს 2 ივნისს უყრიან.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავთა დაცვის ლიგა: აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და უსამართლო
შემდეგი სტატიაTUI-ის რუსული ოფისი, აფხაზეთში საერთაშორისო ტურებს ხსნის