„ბულინგი არის მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზული პრობლემა, მათ შორის საქართველოში”- ჯეჯელავა ომბუდსმენის ანგარიშზე

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს სახალხო დამცველის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშს ეხმაურება.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ბულინგი საქართველოში სერიოზული პრობლემაა მაგრამ ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება არის.

„ბულინგი არის მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზული პრობლემა, მათ შორის საქართველოში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ, მანდატურის სამსახური მუშაობს, სკოლის ადმინისტრაცია მუშაობს, ყოველდღიურად გვაქვს გაუმჯობესება მდგომარეობს. თუმცა, სახალხო დამცველის ამოცანა არის, რომ მიაქციოს ჩვენი ყურადღება პრობლემას“-აცხადებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი საინფორმაციო კამპანიას იწყებს
შემდეგი სტატიავეძებთ გზებს, რომ სრულად მოხდეს გამოკითხვა იმ 31 ადამიანის, სადაც გვაქვს კითხვები შემოსავლის წყაროებთან დაკავშირებით – ირაკლი მექვაბიშვილი