ბულგარეთში უკრაინული სამხედრო ტექნიკა შეკეთდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბულგარეთში უკრაინული სამხედრო ტექნიკის შეკეთებასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამის შესახებ მან კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, ბულგარეთის საწარმოო ობიექტებზე უკრაინული სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად, თანამშრომლობის დამყარება დავიწყეთ. ეს უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი თანამშრომლობა სასარგებლო იქნება, როგორც ბულგარული კომპანიების, ასევე ბულგარეთის ეკონომიკისთვისაც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა მზადაა, ურთიერთობების ფარგლებში, ბულგარეთს ელექტროენერგია მიაწოდოს.

„უკრაინა მზადაა, ბულგარეთს ელექტროენერგია მიაწოდოს. ჩვენ ასევე დაინტერესებულები ვართ რეგიონში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციითაც, კერძოდ, ტრანსბალკანური გაზსადენის შესაძლებლობების ბულგარულ მხარესთან ერთად გამოყენების გამო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე, უკრაინიდან შავი ზღვის პორტის ვარნას გავლით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირებაზეც შეთანხმებები გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე კარგი საზომია
შემდეგი სტატიადემიდოვოს მაცხოვრებლებმა რუსული არმიის შესაჩერებლად საკუთარი სოფელი დატბორეს