ბულგარეთში სამხედრო წვრთნებისას გამანადგურებელი შავ ზღვაში ჩავარდა

ბულგარეთში სამხედრო წვრთნებისას გამანადგურებელი მიგ-29 რადარებიდან გაქრა. “ბულგარეთის რესპუბლიკის აკვადორიაში სასწავლო დავალების შესრულებისას, ბულგარეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა მიგ-29 რადიოკავშირი დაკარგა და 00:45 საათზე რადარებიდან გაქრა” – ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყო და გრძელდება. ინციდენტის ზონაში ჩავიდა თავდაცვის მინისტრი გეორგი პანაიოტოვი, ასევე, პრემიერ-მინისტრი სტეფან იანევი. სამხედრო წვრთნები შეჩერებულია.

“გამანადგურებლის რადარებიდან გაქრობის შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა. ვადასტურებ, რომ გამანადგურებელი მოულოდნელად გაქრა რადარებიდან. ვერ გეტყვით, მფრინავმა კატაპულტირება შეძლო თუ არა, ეს ჯერ დაუდგენელია” – მინისტრმა თქვა.
სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში რამდენიმე სამხედრო გემი მონაწილეობს.
ინციდენტის გამო მინისტრთა კაბინეტის სხდომა გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხოჯევანიშვილი – მმართველ გუნდს მოვუწოდებდი, მოუკლონ ჩვენთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ჩემთვის გაუგებარი იყო, რას დაუკარით ტაში იმ დღეს და რას უკრავთ ტაშს მეორეჯერ?