ბულგარეთში ,,სახელმწიფო აფხაზეთს,, აღიარებენ (ფოტო-ვიდეო)

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში უკვე მეხუთე წელია იმართება საბავშო საერთაშორისო კონკურსი Prince&Princess of the World, რომელშის ბავშვები აფხაზეთიდან საკუთარი ,,სახელმწიფო აფხაზეთის,, სახელით იღებენ მონაწილეობას და რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დღემდე არაფერი სმენია.

როგორც ,,თაიმერმა,, გაარკვია, ევროკავშირის წევრ ქვეყანა ბულგარეთში, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით მიმდინარე სილამაზის, ტალანტისა და მოდის  საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე, აფხაზი ბავშვები ამ კონკურსის დაარსებიდანვე, 2012 წლიდან ,,სახელმწიფო აფხაზეთის,, სახელით მონაწილეობდნენ და პირველივე კონკურსში გოგონათა შორის, გრან პრი აფხაზეთის სახელით მონაწილე დენიზა ხაზარიამ აიღო.

კონკურსის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალაში, რომელიც ,,თაიმერმა,, უხვად მოიპოვა, ნათლად ჩანს, რომ როგორც კონკურის საიმიჯო კლიპებში ასევე საკონკურსო ატრიბუტიკაში ,,სახელმწიფო აფხაზეთის,, სიმბოლიკა ღიაადაა გამოყენებული. მაგალითისთვის 2012 წლის პირველ კონკურსის საიმიჯო ვიდეო კლიპში, კონკურსში იმ დროს მონაწილე თორმეტ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის, აფხაზური დროშაც არის გამოსახული და კონკურის მონაწილე აფხაზი გოგონაც წარწერა ,,ABKHAZIA,,-თი გადის პოდიუმზე. ეს ფოტო და ვიდეომასალა დღემდე ღიად დევს კონკურსის ოფიაციალურ ვებ-გვედზე.

როგორც ჩანს, აფხაზები ბულგარეთის კონკურსის დაარსებიდანვე იდგნენ მის სათავეებთან, რადგან ახლა უკვე ისინი არამარტო კონკურსანტით, არამედ ჟიურის წევრითაც არიან წარმოდგენილი. წლევანდელ “Prince&Princess of the World 2017” კონკურსში, რომელიც 23 ივნისს დაიწყო და 30 ივნისამდე გასტანს, 8 წლის იალსა ზანთარაია აფხაზეთის სახელით ღებულობს მონაწილეობას. იალსასთან ერთად კონკურსის ჟიურიში ასევე ,,აფხაზეთის სახელმწიფოს,, სახელით მიწვეულია აფხაზური კულტურული ფონდი ,,L-Star,,ის პრეზიდენტი – ლალი სიჩინავა, რომელიც როგორც ირკვევა, ამავე კონკურსის აფხაზური წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.

აფხაზი  ბავშვების საწინააღმდეგო ვის შეიძლება ჰქონდეს რამე?! მაგრამ, ის ფაქტი, რომ ეს ბავშვები მცირე ასაკიდან ეჩვევიან საერთაშორისო ასპარეზზე ,, ABKHAZIA,,-ს სახელით გამოსვლას, ეს ყველაფერი, მათი ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში დიდ პრობლემად იქცეს… რადგან სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მათ ვერავინ დაარწმუნებს იმაში, რომ ,, ABKHAZIA,, მათი დამოუკიდებელი სახელმწიფო არაა და ისინი, ჩვენთან ერთად, ერთიანი საქართველოს შვილები არიან. ასეც რომ არ იყოს… ხელისუფლება ვალდებულია, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლანობის დარღვევის თუნდაც მინიმალურ ნიშანს ატარებს, მტკიცე პროტესტი გამოხატოს და დიპლომატიური გზებით აღკვეთოს მსგავსი მცდელობები. მითუმეტეს, თუ ეს ევროკავშირის წევრ ქვეყანას ეხება.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის სკანდალური პოსტი და ვინ არის ზაზა ქვარაია
შემდეგი სტატიაირაკლი ფირცხალავა: ირაკლი მამალაძე კუდ-ის აგენტი იყო, ფსევდონიმით – “პრესა”