ბულგარეთში მოხალისეებმა ლტოლვილებს ხელი ღორის კუდებით შეუკრეს

28ბულგარეთში მოხალისეებმა ლტოლვილები დაიჭირეს და მათ ხელი ღორის კუდებით შეუკრეს – ამის შესახებ ბულგარული BTV იტყობინება და ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს აჩვენებს. ვიდეოზე აღმოსავლური სახის სამი ადამიანია აღბეჭდილი, რომლებიც ტყეში მიწაზე წვანან. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დგას-მოხალისე და ხმლით არის შეიარაღებული, მათ დამტვრეული ინგლისურით უხსნის, რომ ბულგარეთში არ შეიძლება შესვლა და რომ ისინი თურქეთში უნდა დაბრუნდნენ. ვიდეო-რგოლმა ბულგარულ პრესაში დიდი ხმაური გამოიწვია. ჟურნალისტებმა ბულგარელი-აქტივისტების სახელები დაადგინეს.
>> აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათი დამსახურებით, ლტოლვილტა ჯგუფმა რამდენჯერმე ვერ შეძლო ქვეყანაში შესვლა, რადგანაც მათ ისინი დააკავეს, ხელი ღორის კუდებით შეუკრეს და საზღვრიდან უკან გააბრუნეს.
>> საზღვრის დაცვის სამსახურმა აქტივისტების მოქმედებას არაკანონიერი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი სამართლებრივი დევნისთვის საფუძველი არ არსებობს. მოგვიანებით, ქვეყნის მთავარმა პროკურორმა აქტივისტების დაკავებაზე სანქცია გასცა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის ტერორისტების პირველადი მიზანი ევრო-2016-ის სტადიონები იყო
შემდეგი სტატიანიგერიელი ისლამისტები ბავშვ-თვითმკვლელებს მასობრივად იყენებენ