ბულგარეთში 5 გერმანელი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოში” გაერთიანებას აპირებდნენ

ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე გერმანიის ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციაში აპირებდნენ გაერთიანებას – ამის შესახებ დღეს ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს. დაკავებულებმა “გამოავლინეს ჩვევები, რომელიც იმას ამტკიცებდა, რომ ისინი მზად იყვნენ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” შეერთებოდნენ…ისინი ბულგარეთისთვის საფრთხეს შეადგენდნენ” – ნათქვამია უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანიის ხუთივე მოქალაქე მატარებელში იჯდა, რომელიც ბუხარესტიდან სტამბოლში მიდიოდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკული ავიამზიდის Carl Vinson-ის მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს