ბულგარეთმა უარი თქვა ნატოს ფლოტს შეუერთდეს

ბულგარეთმა უარი თქვა ნატოს ფლოტს შეუერთდეს

13ბულგარეთმა უარი განაცხადა ნატოს ფლოტს შეუერთდეს, რომელიც შავ ზღვაში იქმნება რუსეთის წინააღმდეგ – ამის შესახებ დღეს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევისთან ერთად ჩაატარა. ბორისოვის თქმით, მას არ უნდა ნახოს სამხედრო ხომალდები, რომლებიც თურქული კურორტების გასწვრივ იცურავებენ.
“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შავ ზღვაზე მინდა ვნახო იალქნიანები, გემები, იახტები ტურისტებით სავსე. მე არ მინდა რომ ის სამხედრო ხომალდების არენა გახდეს. მე არ მინდა ომი შავ ზღვაზე” – განაცხადა ბორისოვმა.

პრემიერის თქმით, ბულგარეთი მშვიდობიანი ქვეყანაა და მისი საგარეო პოლიტიკაც მიმართული არ არის ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ნატოს ფლოტის შავ ზღვაზე განთავსების საკითხი ვარშავას ნატოს სამიტზე წამოიჭრება – Reuters-ი წერს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის აგენტები გამოავლინეს
შემდეგი სტატიასპილბერგი: ინდიანა ჯონსი საგას მეხუთე ფილმის ბოლოში არ მოკვდება