ბულგარეთმა უარი განაცხადა დღესასწაულზე ერდოღანის დაპატიჟებაზე

ოფიციალურმა სოფიამ, ოსმანური იმპერიისგან განთავისუფლების 138-ე წლისთავზე ადგილობრივი The Bulgarian Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ზეიმზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ერდოღანის დაპატიჟების შესახებ ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება.
“ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის დაპატიჟების შესახებ უხეში მანიპულაციაა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს” – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The Bulgarian Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ნიუსში ნათქვამი იყო, რომ ბულგარეთმა ეროვნულ ზეიმზე დაპატიჟა ერდოღანი და არ მოიწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ბულგარეთის ოსმანური იმპერიისგან განთავისუფლება ეროვნული ზეიმია.
ქვეყანა 1396-1878 წლებში ოსმანეთის იმპერიის მიერ იყო დაპყრობილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “ივანიშვილი არაა გარკვეული საკუთარ პოლიტიკურ მომავალში”