ბულგარეთმა „გაზპრომი“ კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა

ბულგარეთი აცხადებს, რომ მან სრულად გადაიხადა აპრილის თვის მიწოდების საფასური და „გაზპრომი“ კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აქვეყნებს.

„ამჟამად, ბუნებრივი აირი უფრო მეტად გამოიყენება როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად მიმდინარე ომში“, – განაცხადა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნიკოლოვმა.

მანვე დასძინა, რომ ბულგარეთი იზიარებს ევროკავშირის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის მოთხოვნებს გაზის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინაში ომის გამო, მსოფლიოში ფასები რეკორდულად გაიზრდება
შემდეგი სტატიაპუტინი – პარალიმპიადიდან რუსეთის მოხსნა ადამიანის უფლებების ცინიკური დარღვევაა