ბულგარეთისა და რუმინეთის საპასუხოდ, რუსეთი მათი საელჩოების თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთმა ბულგარეთისა და რუმინეთის საელჩოების თანამშრომლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა რუმინეთის საელჩოს 10 და ბულგარეთის საელჩოს 1 თანამშრომელი.

რუსეთში რუმინეთისა და ბულგარეთის ელჩები უწყებაში დღეს, 13 მაისს დაიბარეს და თანამშრომლებზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს.

CNN-ის ცნობით, რუმინეთთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიღებული გადაწყვეტილება 5 აპრილის “გაუმართლებელ გადაწყვეტილებაზე” პასუხია – რუმინეთმა რუსეთის საელჩოს 10 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყაზახეთიდან საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს – ქვრივიშვილი
შემდეგი სტატიაშვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ