ბულგარეთის ვადამდელ არჩევნებში შოუმენმა გაიმარჯვა

ბულგარეთის ვადამდელ არჩევნებში ტელეწამყვანისა და მომღერალ სლავა ტრიფონოვის პარტიამ “არის ასეთი ხალხი” გაიმარჯვა.

ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ ტრიფონოვის პარტიამ ხმების 24,08% აიღო, რაც 657 824 ხმას ნიშნავს. მეორე ადგილზეა ექს-პრემიერ ბოიკო ბორისოვის კოალიცია “მოქალაქეები ბულაგრეთის ევროპული განვითარებისათვის”-“დემოკრატიული ძალების კავშირი” – 642 165 ხმით კოალიციამ 23,51% აიღო.

მესამე ადგილზე ბულაგრეთის სოციალისტური პარტია 13,39%-ით გავიდა.

არჩევნების შემდეგ ტრიფონოვმა განაცხადა, რომ მისი პარტია “არის ასეთი ხალხი” კოალიციას არავისთან შექმნის და დამოუკიდებლად აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობებს მთავრობის ჩამოყალიბებაში.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი 2040 წლიდან დიზელის სატვირთოების გაყიდვას აკრძალავს
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: სხვადასხვა პარტიებიდან გაქცეულ ფრაქციები, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციებს მართავენ