16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ბულგარეთის ტერიტორიაზე დრონის აფეთქების გამო უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი ოლესია ილაშჩუკი დაიბარეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, გაზსადენ „ტრანსბალკანეთის“ საკომპრესორო სადგურთან ახლოს, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა.

ბულგარეთის საგარეო უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრა ორშაბათს, 10 აგვისტოს გაიმართება, ვიდრე ოლესია ილაშჩუკი ქვეყანაში დაბრუნდება.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დრონი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთის მხრიდან შევიდა და გაზსადენის საკომპრესორო სადგურიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, ყოფილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „კარდამის“ მახლობლად ჩამოვარდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სავარაუდო ვერსიით, ინციდენტში უკრაინული დრონი-სატყუარა „მაია“ ფიგურირებს.

მომხდარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ თუ ობიექტი ნამდვილად უკრაინულია, ის ბულგარეთის ტერიტორიაზე განზრახ ქმედების შედეგად არ მოხვედრილა. კიევში აცხადებენ, რომ მზად არიან სოფიასთან მჭიდროდ ითანამშრომლონ, ინციდენტის ყველა დეტალის დასადგენად.

banner
წინა სტატიაშიშსს: პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ქალს სახლში თავს დაესხა და ძვირფასეულობის გატაცება სცადა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კომპანიაზე განცხადებას ავრცელებს