ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა აღდგენის გზები განვიხილეთ – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევს შეხვდა.

კულება „ტვიტერზე“ წერს, რომ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენისა და და განვითარების გზები განიხილეს.

„ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა დღეს სოფიაში მიმიღო. ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენისა და განვითარების გზები. ასევე შევთანხმდით სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა შენარჩუნდეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება”, – წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიუსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში აქვთ შენახული – ზელენსკი
შემდეგი სტატიამარიუპოლის მერი მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს