ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის მეთაურმა ტელევიზიით ერს მიმართა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
„ხვალ, 20 იანვარს დილით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერ. დარწმუნებული ვარ, რომ ვიცე-პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა პრეზიდენტის პოსტზე ჩემი ღირსეული შემცვლელი იქნება“,–განაცხადა რადევმა.
რუმენ რადევი აღნიშნულ პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.



















