ბულგარეთის პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას საკუთარი განკარგულებით ქვეყნის 45-ე მოწვევის ეროვნულ ასამბლეას დაითხოვს. მან აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნები 11 ივლისს დაინიშნება.
“ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ პარლამენტი დაიშალოს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. მაგრამ ამის შემდეგადაც თუკი იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და მთავრობის ჩამოყალიებბა შეუძლებელი გახდება, ბულგარეთი აღმოჩნდება არა მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისში, არამედ, ინსტიტუციონალურ კრიზისშიც” – რადევმა თქვა.
მან ყველა პარტიას და კოალიციას მოუწოდა დააზუსტონ საკუთარი პრიორიტეტი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მიაღწიონ – ბულგარული nova წერს.

14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერი ბოიკო ბორისოვის პარტია არჩევნების შედეგად, სადაც 26% აიღეს, უმრავლესობას ვერ ქმნიდნენ.
მეორე ადგილზე გასულმა ანტისისტემურმა პარტიამ “არის ასეთი ხალხი” განაცხადა, რომ არ შეეცდება მთავრობის ფორმირებას.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – მელიასთვის ბრალის მხოლოდ 225-ე მუხლით წაყენება შესაძლოა საკმარისი არ იყოს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ეპიდსიტუაციაზე ვთქვით, რომ პიკში ვართ შესული