ბულგარეთის მთავრობამ ეკლესიას სააღდგომო მსახურების ნება დართო

“მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ დღეს ეკლესიაში იყვნენ, მე არ შემიძლია დავკეტო ტაძრები”-განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.

ბულგარეთის მთავრობამ ეკლესიას სააღდგომო მსახურების ნება დართო – ამის შესახებ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ინტერნეტგვერდი იუწყება. 9 აპრილს პატრიარქმა ნეოფიტემ, წმინდა სინოდმა და პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა კარანტინის პირობებში სააღდგომო ღვთისმსახურების ჩატარებაზე იმსჯელეს.შეხვედის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სააღდომოდ ტაძრები არ დაიხურება.

“თქვენ გსურთ, რომ ჩვენ დავკეტოთ კარებები და მღვდლები გავაძევოთ. არიან ადამიანები, რომელთათვის ეს დღესასწაული ყველაფერია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ეკლესიაში იყვნენ. ამიტომ მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ოსმალთა ბატონობისგან ჩვენ ეკლესიამ გაგვათავისუფლა. დისციპლინის დაცვით ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მე არ შემიძლია პოლიციის თანხლებით მივიდე და დავკეტო ტაძრები”, – განაცხადა ბ-მა ბოიკო ბორისოვმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსზე 20 ტესტის პასუხი, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდნენ, უარყოფითია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მიმდინარეობს საჯარო შეტევა ეროვნულ ბანკზე