21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი პატრიარქ კირილისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

ბულგარეთის პატრიარქმა დანიილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ევროკავშირის მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას ეწინააღმდეგება.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის განცხადებით, სოფიას უარი — მხარი დაუჭიროს პატრიარქ კირილის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას — სრულებით გამართლებულია. მისივე შეფასებით, ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება „დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს“.

ამასთანავე, ბულგარეთის პატრიარქმა დაადასტურა, რომ ის და წმინდა სინოდის წევრები ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრთან, როზენ ჟელიაზკოვთან პირველ გაცნობილ შეხვედრას გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს
შემდეგი სტატიაბრაჟე: ირანმა სრულად უნდა შეასრულოს ურთიერთგაგების მემორანდუმი