ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდებიან

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს, 1-ელ აპრილს ჩარტერულ რეისს განახორციელებს.
სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.
აღნიშნული ფრენა, ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს.
საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს. ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.

banner
წინა სტატიაში,,გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!”- ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯამრთელდა
შემდეგი სტატია„თბილისის მიკროავტობუსმა“ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ და პერსონალის გადაყვანა სჭირდებათ, მომსახურების საერთო ტარიფი განსაზღვრა