ბულგარეთი რუსეთისგან და თურქეთისგან ხსნას ითხოვს

ბულგარეთმა ევროკავშირს და ნატოს სთხოვა, არ მოადუნონ თავიანთი გავლენა ბალკანეთში, რომ რუსეთის და თურქეთის გავლენა არ გაიზარდოს. თავდაცვის მინისტრის კრასიმირ კარაკაცანოვის თქმით, ბულგარეთის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება შეძლოს, თუმცა, მათ “მესამე ფაქტორები” უშლიან ხელს. “აქ თურქეთის და რუსეთის დიდი გავლენაა” – თქვა მინისტრმა და მეზობლებს მოუწოდა შეეწინააღმდეგონ ნებისმიერი ქვეყნის ჩარევას მათ პოლიტიკაში. “თუკი ბრიუსელი ბალკანეთს ხელიდან გაუშვებს, ამით ევროსკეპტიკოსების რიცხვი გაიზრდება” – განაცხადა კარაკაცანოვმა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა
შემდეგი სტატიაჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს