ბულგარეთი და რუმინეთი კოვიდ-19-ის საწინააღმეგო ვაქცინებს სხვა ქვეყნებს გადასცემენ

ბულგარეთსა და რუმინეთში გადაწყვიტეს რომელ ქვეყნებს გადასცემენ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომელთაც მალე ვადა გაუვა. ორივე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელა მიდის იმისთვის, რომ პრეპარატების სრულად გამოყენება შეძლონ. ვაქცინებს მალე ვადა გასდით და ქვეყნებმა გადაწყვიტეს ის გააჩუქონ.

ბულგარეთი 172 500 დოზა “ასტრა-ზენეკას” ბუტანს გადასცემს. სულ ბულაგრეთმა 5 მილიონი ვაქცინა მიიღო, მაგრამ აქედან 2 მილიონის გამოყენება შეძლო. ბულგარეთში მხოლოდ მოსახლეობის 16%-ია აცრილი.

რუმინეთი ვაქცინას ვიეტნამს გადასცემს – პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გაავრცელა. ის ვიეტნამელ კოლეგას ესაუბრა ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის კოვიდ-19-თან ბრძოლაზე. ვიეტნამი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი იყო, რომელმაც პანდემიის დასაწყისში რუმინეთს სამედიცინო ნივთები გადასცა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის სასამართლომ დაუშვა რომ სამსახურებში შესაძლებელია ხიჯაბის ტარება აიკრძალოს
შემდეგი სტატიათელავში ძმები დაჭრეს