ბულგარეთი და რუმინეთი არ არიან მზად ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის

ბულგარეთი და რუმინეთი არ არიან მზად შეუერთდნენ ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები 10 წელია, რაც ევროკავშირის წევრი–სახელმწიფოები არიან, მათ დღემდე ვერ შესძლეს ეფექტური ზომების მიღება დამნაშავეობის და კორუფციის შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებებით რუმინეთს და ბულგარეთს დამატებითი მუშაობა დასჭირდება, რათა ეს ორი ქვეყანა შეესაბამებოდეს შენგენის ზონის მოთხოვნებს.

banner
წინა სტატიაშიკიევში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიამინსკი მზადაა დონბასში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნოს