ბულგარეთი აღარასოდეს გამართავს მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ გაზის მიწოდებაზე – ბულგარეთის ვიცე-პრემიერი

ბულგარეთი აღარასოდეს გამართავს მოლაპარაკებას რუსულ გაზპრომთან, – განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ასენ ვასილიევმა და დასძინა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება წლის ბოლოს იწურება და რუსეთმა ცალმხრივად შეაჩერა მიწოდება.

ამის შესახებ Evropeyskaya Pravda Euractiv-ზე დაყრდნობით იუწყება.

პრორუსული ნაციონალისტური პარტიის ვაზრაჟდანის წევრის კითხვაზე, თუ როდის განაახლებს მთავრობა მოლაპარაკებებს გაზპრომთან, ვასილიევმა პარლამენტს განუცხადა, რომ ბულგარეთს წლის ბოლომდე კონტრაქტი არ გაუუქმებია. ბულგარეთისთვის გაზის მიწოდება რუსეთმა ცალმხრივად შეაჩერა.
„ბულგარეთი აღარასოდეს გამართავს მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ გაზის მიწოდებაზე“, – თქვა ვასილევმა პარლამენტში.
გაზის სახელმწიფო კომპანია „ბულგარგაზი“ კვლავ რეგულარულად ახსენებს „გაზპრომს“, რომ რუსული კომპანია არ ასრულებს ბულგარეთთან დადებულ კონტრაქტებს, რომლებსაც ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.
თუ ჩვენ ახლა გავაფორმებთ ხელშეკრულებას „გაზპრომთან“ და ისინი თებერვალში შეწყვეტენ გაზის მიწოდებას, ჩვენ დავრჩებით მრეწველობისთვის გაზის გარეშე და ხალხის გათბობის გარეშე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიომი დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან – სტოლტენბერგი ბაიდენთან საუბრის შემდეგ
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 30 950 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი