ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბულგარეთის სასამართლომ სევერინ კრასიმიროვს, რომელიც ბულგარელი ჟურნალისტის გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ბრალდებული, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 21 წლის კრასიმიროვმა აღიარა დანაშაული.
ვიქტორია მარინოვა, რომელიც რეგიონული არხის TVN დირექტორი და წამყვანი იყო, სასტიკად მოკლეს. უკანასკნელი თემა, რომელზეც ის მუშაობდა, ევროკავშირის ფონდებიდან ფულის მითვისება იყო.
მკვლელი გერმანიაში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : საპენსიო რეფორმა სრულიად გაუაზრებელია
შემდეგი სტატიამთავარია ინვესტორის უფლებები დაცული და გარანტირებული იყოს – ბიზნესომბუდსმენი ჰესების მშენებლობაზე