ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს ქართული ოცნების მართვის მახინჯ ფორმებზე

“ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს ქართული ოცნების მართვის მახინჯ ფორმებზე და რელიგიის საკითხთა სააგენტოს არსებობის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს”,- ლელო საქართველოსთვის წევრი სოფიო შამანიდი პარტიაში გამართულ ბრიფინგზე, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, ქართული ოცნება პრობლემის მიჩქმალვას ცდილობს და მსგავსი შემთხვევები წასულშიც რეაგირების გარეშე დარჩა.

​”გუშინ განვითარებული მოვლენები არის იმის შედეგი, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა, რომელსაც წარსულში ჰქონდა ადგილი, არ იყო გამოძიებული და რაც მთავარია, გაანალიზებული. არ იყო გამოძიებული: მოხეს, ჭელას, ნიგვზიანის, სამთა წყაროს ინციდენტები და რაც მთავარია, არ იყო გაანალიზებული ის პრობლემა, თუ რატომ ხდება ჩვენთან ასეთი ფაქტები.

რატომ არ იყო გამოძიებული? იმიტომ, ქართულ ოცნებას არ სურს მსგავს ინციდენტებზე რეაგირება და ცდილობს პრობლემის მხოლოდ მიჩქმალვას. რატომ არ იყო გაანალიზებული? იმიტომ, რომ ის სტრუქტურა, რომელიც ამას უნდა აკეთებდეს დაკომპლექტებულია სუს-ის თანამშრომლებით, რომლებსაც, ვშიშობ, რომ არ აქვს საერთოდ ანალიზის უნარი და რომელიც უმცირესობებს აღიქვამს ქვეყნის უმცირესობის ჭრილში”,- აღნიშნა მან.

ლელო მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს საკითხი და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას თავიდან ააცილოს დაპირისპირება.

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.

banner
წინა სტატიაში“კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია აშკარად იკვეთება”
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს მუფთი: არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას