- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
ბუკინგემის სასახლემ Sun-ს პრეტენზია გამოუცხადა დედოფალზე სტატიის გამო
მნიშვნელოვანი
- ბუკინგემის სასახლემ Sun-ს პრეტენზია გამოუცხადა დედოფალზე სტატიის გამო
სხვა სტატიები
ბუკინგემის სასახლემ მედიის კონტროლის უწყებაში გაზეთ Sun-ზე იჩივლა. მათ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დედოფალი ბრიტანეტის ევროკავშირიდან გასვლას მხარს უჭერს.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჩივარი ოფიციალურად გააფორმეს პრესაში სტანდარტების დაცვის ორგანიზაციაში.
გაზეთი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყნის დედოფალსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკ კლეგომს შორის, რომელიც ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს, მცირეოდენი კონფლიქტი მოხდა. წერილში ნათქვამია, რომ წყარო კონფლიქტის შემსწრე გახდა და პირადად გაიგო, თუ როგორ უთხრა დედოფალმა კლეგს, რომ ის არასწორი მიმართულებით მიდის.
გამოცემა ასევე პარლამენტში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ერთხელ ელისაბედ II-მ ემოციურად განაცხადა: “მე არ მესმის ამ ევროპის”.
ბუკინგემის სასახლის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ “დედოფალი პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურაა ისევე, როგორც ეს იყო 63 წლის განმავლობაში. ჩვენ არასდროს ვუკეთებთ გამოგონილ ისტორიებს კომენტარს, რომელიც ანონიმური წყაროებიდან არის მიღებული. რეფერენდუმზე თვითონ გადაწყვეტენ ბრიტანელები როგორ მოიქცნენ” – ნათქვამია განცხადებაში.