ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ხანძრის შედეგად 250 კვ. მ. ფართი დაიწვა.

„მჭიდრო დასახლების გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი მეზობელ სახლებს არ გადაედო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება ხანძრის შესახებ 13:11 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანები ახლომდებარე სახანძროებიდან გავიდნენ 1 წუთში, 13:12 საათზე. პირველი სახანძრო მანქანა ადგილზე იყო 13:19 საათზე. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“- ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია
შემდეგი სტატიანიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს ტურნირი მოიგო