“ბუგიანიშვილმა მიიღო ინსტრუქცია და ინსტრუქციით შეასრულა დავალება”

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან დღეს თავისუფალი დემოკრატები.

ისინი დიპლომატებს ე.წ. კაბელების საქმის დეტალებსა და მათ სამოქმედო გეგმებს გააცნობენ.

პარტიაში საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და მათ მიმართ ანგარიშსწორებად აფასებენ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ გამოტანილ განაჩენს.

„ხაზგასმული იქნება, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური საქმე. ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები. ბუგიანიშვილმა მიიღო ინსტრუქცია და ინსტრუქციით შეასრულა დავალება, ამის თაობაზე ჩვენ ვაცნობებთ როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა ყველამ იცოდეს, რა ხდება ამ 5 უდანაშაულო ადამიანთან მიმართებაში და პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც 5 ადამიანის დაკავებას სახელმწიფოს და მართლმსაჯულების წინააღმდეგ ჩადენილ დიდ შეცდომად აფასებს.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილეს შეხვდა