ბუღაძე: ზურა სერიოზული მოვლენაა და ეს იქნება, ფაქტობრივად, სასიკვდილო ლურსმნის დაჭედება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გია ბუღაძეც იმყოფება.

“გასაგებია აქ რაც არის. საზოგადოების ეშინიათ. არ უნდათ, რომ დაინახონ, რამდენ ადამიანს აღელვებს ეს თემა. ზურა სერიოზული მოვლენაა და ეს იქნება, ფაქტობრივად, სასიკვდილო ლურსმნის დაჭედება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ არ გვეშინია მათი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხალხის ეშინიათ. სიფრთხილეს იჩენენ გარკვეული თვალსაზრისით. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მათ, ხალხს მათი არ ეშინიათ”. – განაცხადა გია ბუღაძემ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: “ოცნება” შეშინებული და ჩაფსმულია”
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს