ბუღაძე: ქალბატონ წულუკიანს ნამდვილად ეკუთვნის ივანიშვილისგან ჯარიმა, იმიტომ, რომ დღეს ნამდვილად მან გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში

ქალბატონ წულუკიანს ნამდვილად ეკუთვნის ივანიშვილისგან ჯარიმა, იმიტომ, რომ დღეს ნამდვილად მან გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში, აღშფოთებისგან, – ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, “ჩვენ ვუყურებთ რუსულ გეგმას, რომ საქართველოს დაბრალდეს პუტინის ვერსიის თანახმად, “მძინარე ცხინვალის დაბომბვა“.

ქალბატონ წულუკიანს ნამდვილად ეკუთვნის ივანიშვილისგან ჯარიმა, იმიტომ, რომ დღეს ნამდვილად მან გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში, აღშფოთებისგან. ჩვენ ვუყურებთ რუსულ გეგმას, რომ საქართველოს დაბრალდეს პუტინის ვერსიის თანახმად, “მძინარე ცხინვალის დაბომბვას“. ეტყობა, 9 მაისისთვის უმზადებენ პუტინს საჩუქარს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობთ, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლლობას და თავისუფლებას. დღესაც გამოვალთ, ხვალაც, 31-შიც, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – როცა ცარიელი ფურცლისთვის ადამიანებს აკავებენ, ეს არის ავტორიტარიზმი – როცა ეროვნული გმირის სახელის ხსენებისთვის აკავებენ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი
შემდეგი სტატიაპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 2 მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს