ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში ჩასვა – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბუდრისი “ოცნებას” რეჟიმად მოიხსენიებს – მისი თქმით, აუცილებელია სანქციებით მოქმედება და “ზეწოლის გაზრდა რეჟიმზე პოლიტიკური იზოლაციით”.
ვხედავთ, რომ საქართველოში მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ჩვენი ქმედებების ნაკლებობამ დამატებითი სტიმული მისცა ამას. სწორედ ამიტომ, უნდა ვიმოქმედოთ ახლა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სანქციებისთვის , ყველა მათგანის წინააღმდეგ, ვინც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები ციხეში ჩასვა. ჩვენ ვნახეთ ის დიდი ბრალდებები, რომელიც მათ წამოუყენეს, კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, სანქციებით უნდა ვიმოქმედოთ , გავზარდოთ ზეწოლა რეჟიმზე პოლიტიკური იზოლაციით. და ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდით. ჩვენ კვლავ ვხდავთ, რომ ქართველო ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ჩემს ხალხშიც ვხედავ, რომ ლიეტუველი ხალხის 60 პროცენტზე მეტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა. ორივე მხარეს აქვს ვალდებულებები შესასრულებელი. საქართველოს ადამიანის უფლეების სტარდარტი აქვს შესასრულებელი, ევროპულ ერებს კი აქვთ ვალდებულება, რომ დაეხმაროს საქართევლოს ამ გზაზე”, – განაცხადა ბუდრისმა.















