ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაჩაღობაში ბრალდებული პირის ვინაობა უკვე დადგენილი და ამ დროისთვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

როგორც “თაიმერს” თვითმხილველებმა უთხრეს ექვსი გასროლის ხმა გაიგეს.სროლის შედეგად მაღაზიაში მაცივრის შუშა ჩაიმსხვრა. მსუბუქად დაშავდა მაღაზიის კონსულტანტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცონო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. შეთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ბრალდებულმა მაღაზიიდან მცირედი თანხა წაიღო.

banner
წინა სტატიაშიბუდაპეშტის ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები
შემდეგი სტატიასკანდალური ჩვენება – პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებულები იმალებოდნენ