ბუდაპეშტიდან სოროსის ფონდი გააძევეს

უნგრეთის მთავრობამ ამერიკელი მილიარდელი ჯორჯ სოროსი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი ფონდი “ღია საზოგადოება” ბუდაპეშტიდან გაასახლოს – “სპუტნიკნიუსი” გერმანულ Die Presse-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით ბუდაპეშტი თვლის, რომ სოროსმა დაახლეობით ორი ათასი ადამიანი დაიქირავა საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით. უნგრეთის მთავრობამ კანონპროექტი “სოროსის გადაყენება” შეიმუშავა, რომელიც მილიარდელს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას უკრძალავს. აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი ჯერჯერობით არ მიუღიათ, მაგრამ ქვეყნის პრემიერი ვიქტორ ორბანი თვლის, რომ კანონი სოროსის გავლენებს პოლიტიკაში შეაჩერებს. ფონდის ხელმძღვანელმა პატრიკ გასპერმა განაცხადა, რომ ის მუშაობას არ შეწყვეტს და ბერლინში გადავა.
სოროსმა “ღია საზოგადოებას” 2017 წელს 18 მილიარდი გადაურიცხა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უმაღლესი რადა ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაუშვილო იტალელებმა 32 წლის ბელორუსი იშვილეს