ბუდანოვი: დანაშაულებრივი დარტყმა სუმზე 112-ე და 448-ე სარაკეტო ბრიგადების რუსულმა ეკიპაჟებმა ვორონეჟის (ლესკის დასახლება) და კურსკის (ლეჟენკის დასახლება) ოლქების ტერიტორიიდან განახორციელეს

“ცნობილია, რომ ეს დანაშაულებრივი დარტყმა 112-ე და 448-ე სარაკეტო ბრიგადების რუსულმა ეკიპაჟებმა ვორონეჟის (ლესკის დასახლება) და კურსკის (ლეჟენკის დასახლება) ოლქების ტერიტორიიდან განახორციელეს,- განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა.

„ჩვენი საერთო ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ არც ერთი სამხედრო დამნაშავე – მათგან, ვინც ბრძანებებს გასცემდა და მათგან, ვინც რაკეტები გაუშვა – არ გაექცეს სასჯელს“, – დასძინა ბუდანოვმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათგან 2 ბავშვია, დაშავდა 99 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.

banner
წინა სტატიაშინინი ხერგიანი: “პატარა ბავშვებით” სავსე ე.წ. იკაროსი დაგვიცხილეს აფრასიძეებმა ეცერის გზაზე-რაც კი რამე მიგვქონდა იმ გაჭირვებულ დროში, საკვები თუ თანხა, ყველაფერი წაგვართვეს
შემდეგი სტატიალაშა ბერულავა: ქალბატონო თეა, ერთი წამით გადახედეთ ფეისბუქს და იქნებ მიხვდეთ, რომ საგვარეულო მტრობას აღვივებთ…