ბუდანოვი – რუსეთი „კალიბრის“ რაკეტებს აგროვებდა, მალე დაიწყებს მათ გამოყენებას

რუსი ოკუპანტები აგროვებდნენ კალიბრის ფრთოსან რაკეტებს და სავარაუდოდ, მალე კვლავ დაიწყებენ მათ გამოყენებას უკრაინაზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„“კალიბრებს“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აგროვებდნენ. ისინი აბსოლუტურად მზად არიან გამოსაყენებლად“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა არ გამოიყენეს „კალიბრის“ რაკეტები, რადგან ისინი ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე X-101 ტიპის რაკეტები.

„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ კვლავ ვიხილავთ „კალიბრს“, რადგან საგრძნობლად შემცირდა X-101 რაკეტების რაოდენობა“, – განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსეთმა ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ფლოტის სარაკეტო რეზერვების განახლებას და მათ გარკვეულ რაოდენობამდე გაზრდას.

“მათ ეს დავალება შეასრულეს. ანუ ახლა ტექნიკურად მზად არიან მათ გამოსაყენებლად. სანამ ფლოტი აგროვებდა რაკეტებს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები იყენებდნენ X-101-ს”, – განმარტა ბუდანოვმა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი – მშვიდობა არასოდეს მიიღწევა იარაღით
შემდეგი სტატია19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა