უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს მეთაურის, კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, 2025 წელს ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის 150-მდე KN-23 ტიპის მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვებისა მიწოდებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის უფროსმა The War Zone-ის ინტერვიუში ისაუბრა.
ბუდანოვის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს М1989 ტიპის Коксан-ის დაახლოებით 120 თვითმავალი სააარტილერიო დანადგარი და М-1991 240 მმ-იანი კალიბრის 120 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გადასცა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს მომავალში მინიმუმ ასეთივე რაოდენობის ტექნიკას მიაწვდის.
ბუდანოვმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან KN-23-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიღების ალბათობას.
“ამ იარაღის უმეტესობას ან უკრაინული ჯარების წინააღმდეგ, ან რუსეთში წვრთნების ჩასატარებლად გამოიყენებენ” – აღნიშნა ბუდანოვმა.
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა 2025 წელს კურსკის ოლქში დამატებითი მხარდაჭერისთვის ქვეითი ჯარები გაგზავნოს.