ბუჩუკური – ვულოცავთ “ოცნებას” 8 თვის წინ დისკრედიტირებული “ნაცმოძრაობის” გაცოცხლებას

ვულოცავთ “ოცნებას”, 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას, ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„უპირველესად, მადლობას ვუხდით ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის! ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და უშუალოდ გუშინ არჩევნების დღეს მიმდინარეობდა უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძლებეთ შრომას და ბრძოლას საქართველოსთვის!რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების დღის ანუ გუშინდელი დღის, 2 ოქტომბრის შეფასებას – გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი – მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. „კარუსელის“ ფაქტებს. ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უშუალოდ ცესკოსაც. ახლა მთავარი ამოცანა ჩვენი პარტიისთვის არის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება და ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა!ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი!და ბოლოს, ვულოცავთ “ოცნებას”, 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას. ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!

რაც შეეხება მეორე ტურთან დაკავშირებით, ამაზეც კიდევ ერთხელ ვამბობთ, დაველოდოთ ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, თუმცა გიმეორებთ იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ სურს ეს ქვეყანა ატრიალოს მოჯადოებულ წრეზე”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – გუშინ ხელისუფლების ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლების მნიშვნელოვანი შეჯანჯღარება მოხდა
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – “ოცნებას” ზეიმი ჩაეშალა…